სასწავლო-მოდული: „არჩევნები, საქართველოს კანონმდებლობა და კარგი პრაქტიკა ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით“


კურსი ეხება ძირითად საარჩევნო საკითხებსა და კარგი პრაქტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს. გამოკვეთილი თემები (ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპები, სამართლიანი არჩევნები, საარჩევნო სისტემა, ელექტროული არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაცია, გენდერული სავალდებულო კვოტა, საარჩევნო დავები) საქართველოში ბოლო საარჩევნო რეფორმისა და ევროკომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების  ფარგლებში აქტუალურია და სამართლიანი არჩევნების წინაპირობას წარმოადგენს.

 

ტერმინი „სამართლიანი არჩევნები“ თავის მხრივ მოიცავს თავისუფალ, ინკლუზიურ, თანასწორ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს, რომლის გარეშე დემოკრატია და მისი პრინციპები თავისი არსით, დაირღვევა და ვერ იარსებებს.

 

 

ევროკავშირის დოკუმენტის მიხედვით, არჩევნების მიმართულებით არსებითია საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება და რეკომენდაცების შესრულება (ეუთოს 1999 წლის სტამბოლის დოკუმენტის 25-ე პუნქტით ეუთოს წევრ სახელმწიფოებს „დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნების შეფასებისა და რეკომენდაციების დროულად შესრულების“ ვალდებულება აკისრიათ), აგრეთვე, ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა და საარჩევნო პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების სრული ფუნქციონირების გარანტიების შექმნა, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება.


მოდულის მიზანია პილიტიკურ გაერთიანებებში ახალგაზრდა ლიდერების და სხვა დაინტერესებული პირების ცოდნის გაზრდა საარჩევნო საკითხებში, საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო პრინციპებთან და განმარტებებთან დაკავშირებით.


კურსის შედეგად, დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას, აიმაღლებენ ცოდნას სამართლიანი არჩევნების ინდიკატორების და ელემენტების, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების, საარჩევნო სისტემის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებულია არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით წარმართვასთან