ამ რეკომენდაციასა და განმარტებით მემორანდუმში ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
- დაშვების კონტროლი: რესურსის არაავტორიზებული გამოყენების პრევენცია;
- შეფასება: პირების, აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის და პროცედურების შეფასება, რათა შემოწმდეს, რამდენად შესაფერისია ისინი გარკვეული ამოცანების შესასრულებლად
- ოფიციალური შემოწმება (აუდიტი): პირის, ორგანიზაციის, სისტემის, პროცესის, ერთეულის, პროექტის ან პროდუქციის დამოუკიდებელი წინა ან პოსტ საარჩევნო შეფასება, რომელიც მოიცავს რაოდენობრივ და ხარისხობრივ ანალიზს;
- ნამდვილობის დამოწმება (ავთენტიფიკაცია): იმ პირის ან მონაცემის იდენტობის ავთენტურობის დამოწმების უზრუნველყოფა, რომელსაც იგი თავისად ასახელებს;
- ხელმისაწვდომობა: მოთხოვნისამებრ, ხელმისაწვდომობა და გამოყენებადობა;
- საარჩევნო ბიულეტენი: კანონმდებლობით აღიარებული საშუალება, რომლითაც ამომრჩეველს ხმის მიცემა შეუძლია;
- კანდიდატი: პირი, პირთა ჯგუფი ან/და პოლიტიკური პარტია;
- ხმის მიცემა: ხმის მიცემა საარჩევნო ყუთში;
- სერტიფიკატი: დოკუმენტი, რომელიც არის ფორმალური დამოწმების შედეგი და ადასტურებს ან ამოწმებს ფაქტს.
- სერტიფიცირება: დადასტურების პროცესი, რომ ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და რომ იგი მოიცავს, როგორც მინიმუმ, დებულებებს სისტემის სწორი ფუნქციონირების დასადგენად. ეს შეიძლება განხორციელდეს ღონისძიებების მეშვეობით, დაწყებული ტესტირებიდან და შემოწმებიდან (აუდიტიდან) ოფიციალურ სერტიფიცირებამდე. საბოლოო შედეგი არის ანგარიში და/ან სერთიფიკატი;
- დამოწმების ორგანო (ან დამმოწმებელი): ორგანიზაცია, რომელიც უფლებამოსილია ჩაატაროს სერტიფიცირების პროცესი და გასცეს სერტიფიკატი პროცესის დასრულების შემდეგ;
- სერტიფიცირების ანგარიში: დოკუმენტი, რომელიც გვამცნობს თუ რა დამოწმდა სერტიფიკატით და როგორ დამოწმდა იგი;
- ნდობის ჯაჭვი: პროცესი კომპიუტერის უსაფრთხოებაში, რომელიც ჩამოყალიბებულია აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის თითოეული კომპონენტის ქვემოდან ზემოდან დამოწმებით. იგი მიზნად ისახავს იმის უზრუნველყოფას, რომ მხოლოდ სანდო პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკა შეიძლება იყოს გამოყენებული იმგვარად რომ ამავდროულად დარჩეს მოქნილი;
- კომპონენტის ტესტირება: მეთოდი, რომლითაც ხდება სისტემის კოდის ცალკეული ერთეულების ტესტირება, რათა დადგინდეს ვარგისია თუ არა იგი გამოსაყენებლად;
- კონფიდენციალობა: მდგომარეობა, რომელიც მიემართება ინფორმაციას, რომელიც არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ან გამჟღავნებული არაავტორიზებული ფიზიკური პირებისთვის, ერთეულებისთვის ან პროცესებისთვის;
- კონტროლირებადი გარემო: შენობა, რომელსაც ზედამხედველობას უწევენ საარჩევნო მოხელეები, მაგ. საარჩევნო უბნები, საელჩოები ან საკონსულოები;
- ელექტრონული არჩევნები: პოლიტიკური არჩევნები ან რეფერენდუმი, სადაც გამოიყენება ელექტრონული ხმის მიცემა;
- საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანო (EMB): დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია არჩევნების მართვაზე მოცემულ ქვეყანაში ეროვნულ ან ქვედა დონეზე;
- ელექტრონული საარჩევნო ყუთი: ელექტრონული საშუალება, რომლიც ინახავს ხმებს მათ დათვლამდე;
- ელექტრონული ხმა: ელექტრონულად მიცემული ხმა;
- ელექტრონული ხმის მიცემა: ხმების მისაცემად ან/და დასათვლელად ელექტრონული საშუალებების გამოყენება;
- ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა: აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა და პროცესები, რომლებიც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს არჩევნებზე ან რეფერენდუმზე ხმის მიცემა განახორციელონ ელექტრონული საშუალებებით;
- ფორმალური სერტიფიცირება: სერტიფიცირება, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების ორგანოების მიერ, მხოლოდ არჩევნების დღემდე და რომელიც მიმართულია მოწმობის გაცემაზე;
- სახელმძღვანელოები (გაიდლაინები): ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პროცესების გამარტივებას წინასწარ განსაზღვრული განმარტებით. გაიდლაინები არ არის სამართლებრივად მბოჭავი.
- შეთანხმება გაუმჟღავნებლობის შესახებ (NDA): სამართლებრივი შეთანხმება ორ ან მეტ მხარეს შორის, რომელიც ასახავს კონფიდენციალურ მასალას, ცოდნას ან ინფორმაციას, რომელიც მხარეებს სურთ რომ გაუზიარონ ერთმანეთს გარკვეული მიზნებისთვის, მაგრამ სურთ შეზღუდონ წვდომა იმ მხარეთათვის, რომლებიც არ არიან ხელშეკრულების მხარეები.
- ღია წვდომა: ონლაინ წვდომა მასალაზე, რომელიც ყველასთვის უფასოა წასაკითხად და, შესაძლოა, გამოიყენოს (ან ხელახლა გამოიყენოს) გარკვეული ლიმიტების ფარგლებში;
- დაცვის პროფაილი: უსაფრთხოების მოთხოვნების განხორციელებისგან დამოუკიდებელი ჩამონათვალი პროდუქციის კატეგორიისთვის, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებელთა უსაფრთხოების სპეციფიკურ საჭიროებებს;
- ვალდებულება: ცალკეული დოკუმენტირებული საჭიროება იმისა, თუ რა უნდა იყოს ან შეასრულოს კონკრეტულმა პროდუქტმა ან მომსახურებამ;
- დისტანციური ელექტრონული ხმის მიცემა: ელექტრონული საშუალებების გამოყენება ხმის მისაცემად იმ შენობის გარეთ, სადაც ზოგადად არჩევნები ტარდება;
- დალუქვა: ინფორმაციის დაცვა ისე, რომ მისი გამოყენება ან ინტერპრეტაცია შეუძლებელია სხვა ინფორმაციის ან საშუალებების დახმარების გარეშე, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ კონკრეტული პირებისთვის ან ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის დაშიფვრის გზით;
- დაინტერესებული მხარე: პირი, ჯგუფი, ორგანიზაცია ან სისტემა, რომელსაც ზეგავლენა აქვს მთავრობაზე, მის მოქმედებებზე ან პირიქით, რომლებზეც შეიძლება იქონიოს ზეგავლენა მთავრობამ ან მისმა მოქმედებებმა. ესენია: მოქალაქეები, საარჩევნო თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიები, მთავრობები, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები, მედია, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ელექტრონული ხმის მიცემის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები და ელექტრონული ხმის მიცემის სერტიფიცირების განამხორციელებელი ორგანოები;
- სტანდარტი (სამართლებრივი): მიემართება რეკომენდაცია CM/Rec(2017)5 I დანართში მითითებულ დათქმებს;
- სტანდარტი (ტექნიკური): დადგენილი ნორმა, როგორც წესი, ფორმალური დოკუმენტის სახით, რომელიც ადგენს ერთიან საინჟინრო ან ტექნიკურ კრიტერიუმებს, მეთოდებს, პროცესებსა და პრაქტიკას;
- ტესტირება: დადასტურების პროცესი, რომ სისტემა მუშაობს ისე, როგორც მოსალოდნელია;
- საარჩევნო ხმა: ხმის მიცემის გამოხატულება;
- ამომრჩეველი: პირი, რომელსაც უფლება აქვს ხმა მისცეს კონკრეტულ არჩევნებში ან რეფერენდუმში;
- ხმის მიცემის არხი: გზა, რომლითაც ამომრჩეველს შეუძლია ხმის მიცემა;
- ხმის მიცემის ვარიანტები: შესაძლებლობების დიაპაზონი, საიდაც არჩევანის გაკეთება შესაძლებელია არჩევნებში ან რეფერენდუმში ხმის მიცემის გზით;
- ამომრჩეველთა რეესტრი: ხმის მიცემის უფლების მქონე პირთა (ამომრჩეველთა) სია.